წლევანდელი MTV Video Music Awards-ის წამყვანი, Megan thee Stallion იქნება. ინფორმაცია ოფიციალურად, თავად 29 წლის რეპერმა დაადასტურა. მან ქსელში პოსტი განათავსა, რომლითაც MTV-ის მუსიკალური ვიდეოების საიუბილეო, მე-40 დაჯილდოების ,,ჰოსთობას” იუწყება. ის ამ ამპლუით აუდიტორიის წინაშე, პირველად წარდგება.
VMAs-ზე ახალგაზრდა ჰიპ ჰოპ არტისტის დებიუტი პერფორმერის რანგში, 2019 წელს, დაჯილდოების პრე-შოუზე შედგა. პირველი ნომინაცია და ჯილდოც მან, ამავე წელს მიიღო. მთავარი სცენა მეგანმა შარშან, ქარდი ბისთან ერთად, დუეტით – Bongos დაიკავა.
Megan Thee Stallion წლევანდელი დაჯილდოების ტოპ ნომინანტთა შორისაა. მას ხუთი ნომინაცია მიანიჭეს.
MTV Video Music Awards გადაიდო – მიზეზი დონალდ ტრამპი და კამალა ჰარისია