„დღის პოსტი“ მოცეკვავე მურო გაგოშიძისა და ბალერინა მანო მიქაძის ახლად შექმნილ ოჯახს ესტუმრა და მათი სიყვარულის ამბავი მოისმინა.
მურო გაგოშიძე:
„სიყვარულის ახსნას და სიყვარულზე საუბარს, ჯობია, ეს ყოველივე გემრიელად გამოჩნდეს ურთიერთობაში. ღმერთის საჩუქარია ჩემი მანო. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ასეთი გემრიელი და ერთი ჭკუის ხალხი შეგვყარა… ხშირად ვხუმრობ ხოლმე, რომ სამოთხეში მოვხვდები, რადგან ერთი ემიგრანტი დავუბრუნე საქართველოს-მეთქი…“