გადაცემის „ერთი ამბავი მერიკოსთან“ წამყვანი, მერიკო კარტოზია ნიუ-იორკში მცხოვრებ სუხიშვილების ყოფილ მოცეკვავეს, გოჩა დაუშვილს დაბადების დღეზე ეწვია. გოჩა დაუშვილმა, რომელიც უკვე ერთი წელია, ამერიკაში „ირინას დენს აკადემიაში“ ქორეოგრაფად მუშაობას, იუბილე ბრუკლინში გადაიხადა.
„ვაკეთებ იმ საქმეს, რაც მიყვარდა..“, – ამბობს გოჩა დაუშვილი.
ამერიკაში, „ირინა დენს აკადემიის“ დამფუძნებელი, ირინა ხუცურაული, სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავე და ქართული ცეკვის ვარსკვლავის, მურო გაგოშიძის სიდედრია.
„სუხიშვილებში 9 წელი ვცეკვავდი. ამერიკაში 2007 წელს ჩამოვედი.
აქ ძალიან უნდოდათ, რომ ქართველ ბავშვებს პროფესიონალური ქორეოგრაფი ჰყოლოდა. ანსამბლი შევქმენი, რომელსაც „Georgia“ (საქართველო) დავარქვი.
ანსამბლში 11 წელი ვიმუშავე, შემდეგ ჩემი შვილი მანო ჩამოვიდა და შევქმენი „ირინა დენს აკადემია“, ჩემი შვილიც აქ ასწავლის“
‼?? ქართველი ქორეოგრაფის დაბადების დღე ბრუკლინში
‼? გაიცანით მურო გაგოშიძის მეუღლის ოჯახი და ნახეთ როგორ აღნიშნეს ,,ირინას დენს აკადემიაში” გოჩა დაუშვილის იუბილე
გადაცემის ავტორი: Meriko Kartozia
Posted by ერთი ამბავი მერიკოსთან • Erti ambavi Merikostan on Sunday, 24 September 2023
„მურო შესანიშნავი ადამიანია, მშვიდი, მორწმუნე, გაწონასწორებული, ძალიან თბილი და ღირსეული ადამიანია. მანო აქ ცხოვრობდა და საქართველოში მასტერკლასებზე იყო ჩასული, სადაც მურო გაიცნო.. გოჩამ გააცნო.
ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან დიდი სითბო შემოვიდა ჩვენს ოჯახში გოჩას სახით, რაც შემდეგ ჩვენი მუროს შემოსვლით დაგვირგვინდა..
?? როგორ ცეკვავენ ქართველები ამერიკაში
?❤ სუხიშვილების ყოფილი მოცეკვავეების ქართული და აჭარული შტატებში
? ვიდეო ჩაწერილია ირინა ხუცურაულის ( მურო გაგოშიძის სიდედრის) აკადემიაში. გოჩა დაუშვილის დაბადების დღეზეPosted by ერთი ამბავი მერიკოსთან • Erti ambavi Merikostan on Sunday, 24 September 2023
ჯერჯერობით აქ ცხოვრებას არ აპირებენ, რადგან მუროს კარიერა აქვს საქართველოში“, – ამბობს „ირინა დენს აკადემიის“ ხელმძღვანელი, ავთო მიქაძე.