ნიკა გვარამია „ბათუმელების“ რედაქციას ესტუმრა.
ნიკა გვარამიამ თანამშრომლებს მზია ამაღლობელის გზავნილები გადასცა.
„მზია ამაღლობელის შიმშილობის მე-15 დღეა… დროზე აღიარონ ის დაზარალებულად და დაწესდეს მუდმივი მონიტორინგი მის შიმშილობაზე,“ – აღნიშნავს ნიკა გვარამია.
ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე, ნინო სახელაშვილმა მიიღო. მზია ამაღლობელს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით აქვს წაყენებული, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.