Honda-მ გაფართოებული რეალობის სავარძელი შექმნა. საუბარია UNI-ONE-ზე, რომელიც სპეციალურ ჰედსეტთან კოლაბორაციაში მუშაობს.
ახალი სავარძლის მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია, წინ გადახრას წინ წასვლა მოჰყვება, უკან გადახრას კი გაჩერება. დამატებითი კონტროლისთვის მოწყობილობაში ჯოისტიკიცაა ინტეგრირებული.
აღნიშნული სავარძელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი.
