მაგდა ივანიშვილმა, როგორც ის მოგვიანებით მწვრთნელებმა შეაფასეს, ბრწყინვალედ შეასრულა ფინალში სტეფანეს მიერ მისთვის შერჩეული სიმღერა – ,,ბოჰემური რაფსოდია”. ,,მაგდა, შენ ხარ ჩემი გულის მალამო”, დასძინა სტეფანემ მომღერლის შთამბეჭდავი გამოსვლის შემდეგ ,,ვოისის” სცენაზე.
მაგდამ ამ სიმღერის შედარებით მშვიდი, თავისებური ვერსია შემოგვთავაზა, რომელიც, სტეფანეს თქმით, ფრედი მერკურისაც ძალიან მოეწონებოდა…
შეგახსენებთ, რომ ,,ვოისის” ფინალური ტური ამ წუთებში მიმდინარეობს. ხმის მიცემა შეგიძლიათ გადაცემის განმავლობაში. კონკურსში სულ რვა მონაწილეა. ერთ-ერთი მათგანი პროექტის გამარჯვებული გახდება.
ნიაზ დიასამიძე ,,ვოისის” ფინალისტთან ერთად ამღერდა
რა აჩუქა სალიომ ,,ვოისის” გუნდის წევრს და ვინ გადაინაცვლა ნახევარფინალში
,,მინდა, ხვალ ყველამ იმაზე ილაპარაკოს, როგორ გააკეთა ეს იკაკომ…”