PhoneCam-მა საოცრად საინტერესო და ბიუჯეტური საინტერესო მოწყობილობა გამოუშვა. სხეულის კამერა გთავაზობთ კომფორტისა და უახლესი ტექნოლოგიის ნაზავს.
კამერას დახვეწილი და კომპაქტური დიზაინი აქვს. ზომის მიუხედავად მას 1080p გამოსახულების გადაღება შეუძლია და 30fps 120 გრადუსიანი ფართო კუთხითი ლინზები გააჩნია.
საგანგებო სიტუაციაში ღილაკზე ორჯერ დაჭერით ამოქმედდება სპეციალური ფუნქცია, რომლითაც შესაძლებელია მომხმარებლის ადგილმდებარეობის გაზიარება. პირადი უსაფრთხოების გარდა, PhoneCam შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ველოსიპედისა და ავტომობილის კამერა. მოწყობილობის ღირებულება 69 დოლარია.