LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ნაშვილები ხარო – პირველ კლასში ვიყავი, როდესაც მეზობელმა მომაძახა…ღამეები ვტიროდი“ – რას ჰყვება მანანა თოდაძე

212
2024-12-19_00-15-57_628857

მანანა თოდაძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც ბავშვობის სევდიან ისტორიას იხსენებს.

მომღერლის თქმით, მეზობელმა მოატყუა, რომ ნაშვილები იყო და დიდ ხანს ამ ამბავს განიცდიდა.

„პირველ კლასში ვიყავი, როდესაც მეზობელმა მომაძახა – ნაშვილები ხარო. გავშრი, თვალები ამიწყლიანდა და ჩავიკეტე. ღამეები ვტიროდი და განვიცდდი. მასწავლებელმა შემამჩნია და მკითხა რა მჭირდა. მე ავტირდი და ჩავეხუტე, თან ვეუბნები – მაყვალა მასწავლებელო, მე აყვანილი ვარ. ჩემმა მშობლებმა ეს რომ გაიგეს გაგიჟდნენ და კარგა ხანი ვერ დამარწმუნეს. ოდნავ ხმამაღლა ნათქვამიც კი მწყინდა და მეგონა აყვანილი ვიყავი“, – საუბრობს მანანა თოდაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g