მომღერალმა ნატალია ნაყოფიამ 8 სექტემბერს ახალ მოდურ ადგილას, „შატო დე ვერეში“ თავისი ოჯახის წევრები და მეგობრები შეკრიბა და დაბადების დღე აღნიშნა.
ნატალიამ იმღერა თავის მეგობრებთან ერთად, მათ შორის შეასრულა დუეტები ქეთი ორჯონიკიძესა და სოფო ბათილაშვილთან.
„აი, რა ხდება, როდესაც მუსიკოსები ერთად იკრიბებიან“, აწერია ერთ-ერთ ვიდეოს, რომელიც ნატალიას მეგობარმა გაავრცელა „ინსტაგრამის“ საშუალებით.
მომღერალმა, რასაკვირველია, ტორტი საზეიმო ვითარებაში ჩააქრო და უამრავი კეთილი სურვილიც სიამოვნებით მიიღო.
მისმა რძალმა, ნანუკა გოგიჩაიშვილმა გაგვიზიარა ვიდეო, სადაც ნატალია პაპუნა შარიქაძის აკომპანემენტით „ჯამიროქუაის“ ცნობილ სიმღერას Tallulah ასრულებს. მეგობრები ამ სიმღერას ერთობლივად მაშინ გვთავაზობდნენ, როდესაც ორივე მათგანი აშშ-ში ბერკლის უნივერსიტეტში სწავლობდა.
ნატალია ნაყოფიას ახალი სიმღერა: „მდგომარეობას იძახიან უშველის მოწევა და გაუჩერებელი სექსი…“