„ნეტფლიქსმა“ სერიალის „ბრიჯერტონი“ პირველი ტრეილერი გაავრცელა. ის ჯულია ქუინის ისტორიული რომანის მიხედვითა გადაღებული. აღსანიშნავია, რომ ახალი ტელშოუს პროდიუსერი „გრეის ანატომიის“ შემქმნელი, შონდა რაიმსია. მთავარ როლებს შოუში ფიბი დაინევორი, რეჟე-ჟან პეიჯი ასრულებენ.
რაც შეეხება სიუჟეტს, ის XIX საუკუნის ბრიტანული არისტოკრატიული საზოგადოების სკანდალებსა და ჭორებზე მოგვითხრობს. სერიალის პირველი სეზონის პრემიერა 25 დეკემბერს შედგება.