LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ნიაზ დიასამიძის სიმპათიური ვაჟი, რომელიც ასევე მუსიკას გაჰყვა

4813
nzdsmsns

ნიაზ დიასამიძისა და 33ა-ს კონცერტი Color Room-ში დიჯეი დიასამიძემ დახურა. ნიაზის ვაჟი თემურიკო ორი წელია, რაც ამ საქმითაა დაკავებული. ის „იმედის“ შაბათ-კვირის დილას სტუმრობდა და თავის საქმიანობაზე ვრცლად ისაუბრა სასცენო დებიუტის შემდეგ.

თემურიკო დიასამიძე:

ამხელა სცენაზე პირველად მომიწია გამოსვლამ. ნიაზთან ერთადაც დავუკარი და მისი კონცერტის შემდეგაც. კარგი შთაბეჭდილებები დამრჩა. ხმა მაქვს, მაგრამ არ ვმღერი, დრამზე ვუკრავ. ელექტრონული მუსიკის მოსმენა დავიწყე ოთხი წელია. მოდაში რომ შემოვიდა, მას შემდეგ. როცა მეგობრებთან სახლებში ავდიოდი, იქ სულ ელექტრონული მუსიკა იყო ჩართული. ყველაზე მეტად მასობრივი რაც არის, იმით დავიწყე, შემდეგ კი უფრო შევუყევი. სტუდიაში ნიაზთან პირველად დრამთან მივედი… შემდეგ Drum’N’Bass-მდე ამიტომაც მივედი. ნიაზმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა მუსიკით დაინტერესებაში. მინდა, ქართული ხალხური ინსტრუმენტები და ელექტრონული მუსიკა გავაერთიანო. გადაწყვეტილი არ მაქვს, რომ მუსიკოსი გამოვალ, მაგრამ ძალიან ვარ გატაცებული მუსიკით… მინდა, ჩემი სათქმელი ვთქვა ქართულ ელექტრონულ მუსიკაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g