ვაჩეს პირველი ნაბიჯები დიდ ჟურნალისტიკაში ბექა გოჩიაშვილთან ერთად გრძელდება. პროექტი „რანინა“ სოციალურ ქსელში ინტერვიუს გვიზიარებს, სადაც ჯაზპიანისტი ბექა გოჩიაშვილი ვაჩეს კითხვებს პასუხობს.
ვაჩე ღვინიაშვილი დაინტერესდა, როგორ ახერხებს ბექა გოჩიაშვილი იყოს ასეთი გამორჩეული და განსხვავებულად რაღაცნაირი იყოს.
– კონკრეტული ხერხები, რომ არსებობდეს განსხვავებულად ყოფნის, მგონი განსხვავებულობა დაიკარგებოდა. ეს თავისით ხდება და ამაზე მეც არ მაქვს პასუხი. ინდივიდუალიზმი აღუწერელი მცნებაა.. საიდან იქმნება კაცმა არ იცის. მთავარია არავის მიბაძო და აუცილებლად იქნები გამორჩეული.
ხომ უხსნიან ხოლმე ადამიანები ერთმანეთს სიყვარულს.. ასე ომ აუხსნა სიყვარული მუსიკას.
– მე მგონი ავუხსენი უკვე.. დაკვრით. მუსიკას სიყვარულს სიტყვიერად ვერ აუხსნი, რადგან არ არსებობს სიტყვების მარაგი, რაც მუსიკაშია“, – განაცხადა ბექა გოჩიაშვილმა.
ვაჩე ღვინიაშვილი ბექა გოჩიაშვილის ცხოვრების სხვადასხვა მნიშვნელოვანი მომენტებითაც დაინტერესდა, რომელსაც ვრცლად ინტერვიუში მოისმენთ.
ინტერვიუმ დიდი მოწონება დაიმსახურა.
„ნიჭიერება და ადამიანად დაბადება ♥️♥️ ეს არის სიმდიდრე ამ ორი ბიჭის ♥️♥️♥️♥️ დედების და ქვეყნის საოცნებო შვილებო ♥️♥️“, „რა საყვარლები ხართ ორივე ❤ ეს სიტყვები არის ჩემი ემოცია ინტერვიუს მოსმენის შემდეგ. ვაჩე კიდევ, აღმოჩენაა“, „ასეთი ახალგაზრდები გვჭირდება დღეს , ნიჭიერები, პროფესიონალები! გენაცვალეთ! მეამაყებით! ❤️❤️👏👏👏“, „ორი უნიჭიერესი ადამიანის მეგობრობა აუცილებლად შედეგსაც გამოიტანს!“, „ორი სასწაული ადამიანი❤️❤️❤️❤️❤️❤️❤️“, „წარმატებები საოცარო ბიჭებო 🙏❤💜💚“, „ეს რა საოცრება ჰყავს მის დედას 💖💖💖💞💞💕❤️❤️❤️💖 ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ ვაჩეს მშობლები ასეთი კარგი შვილისთვის.🙏🙏🙏❤️❤️❤️“, – წერენ სოციალურ ქსელში.