დათო გორგილაძესთან მსახიობმა ნინო კასრაძემ ხუთი წლის წინანდელი ამბავი გაიხსენა, რასაც თავად შეესწრო:
„ზის სამი ქალი. მოდის არაბი წყვილი, შვილებთან ერთად, ახალგაზრდები და ლამაზები, ხელი აქვთ ჩაკიდებული ერთმანეთზე. მათ დანახვაზე არაფერი გაგახსენდება, სიხარულისა და სიყვარულის მეტი. ამ წყვილმა რომ ჩაიარა, ერთმა ქალმა ჩაილაპარაკა: „დედა, რატო, არ გამექცეო, თუ რა არიო? არ დაეკარგოს, არ გაექცეს…“ სამივემ, აბა რაო… მე ვფიქრობ, რომ ამ სამ ქალს ქალური ბედნიერება არ უგრძნია, არც ხელი არავისთვის ჩაუკიდებიათ, არც სიყვარული, არც ქალური ექსტაზი და საერთოდ, არ ყოფილან ბედნიერები…“