თოდუას კლინიკა ავრცელებს ინტერვიუს ჟურნალისტ ნინო ხაჟომიასთან, რომელიც სიმსივნესთან ბრძოლის მძიმე გზას იხსენებს, რომელსაც ექიმთან, ნანა ოთხოზორიასთან ერთად გადის.
ნინო წერს, რომ ორი მეგრელი შეეჭიდა ამ რთულ დიაგნოზს: „ორი მეგრელი შევეჭიდეთ ამ რთულ გზას… ექიმის არჩევა, რომელმაც 10 წელი უნდა გიმართოს ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი – მე ძალიან გამიმართლა…“
ვიდეოში კი ტელეჟურნალისტი ამბობს:
„ნანა ჩემთვის იყო აღმოჩენა. როცა ჩავამთავრე ოპერაცია, დავიწყე ონკოლოგის ძებნა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან უნდა ემართა ჩემი ჯანმრთელობა… მინდოდა ექიმი, რომელიც ჩემს ვიბრაციებზე დაჯდებოდა. პირველი, როცა შევედი და დავინახე, ვთქვი, ეს არის ის ექიმი, რომელიც გამატარებს ამ გზას ისე, როგორც უნდა გავიარო…
ემოციური ფონი არის ყველაზე მნიშვნელოვანი და უნდა მიიღო მოცემულობად შენი ცხოვრების იმ პერიოდში. უნდა მიჰყვე მკურნალობას, როცა დამთავრდება, უნდა აკონტროლო. როგორც კი დიაგნოზს გაიხდი ცხოვრების წესად და ასე ვთქვათ, მიჰყვები ჯანმრთელი ცხოვრების წესს, იქ რისკებიც მცირდება. ღირს რაღაცების დათმობა იმისთვის, რომ გრძელი ტკბილი და ლამაზი ცხოვრებით იცხოვრო…“
ექიმი აღნიშნავს, რომ მისი პაციენტი ამჟამად ჯანმრთელია და მკურნალობის პროცესს ასრულებს.