ცნობილი ექიმი, ემბრიოლოგი, ნინო მუსერიძე „დღის პოსტთან“ იმის შესახებ საუბრობს, რომ მეუღლესაც კი არ უნახავს მოუწესრიგებელი:
„ქალი ესთეტიკურად უნდა გამოიყურებოდეს. ჩემს მეუღლესაც არ ვუნახივარ მაკიაჟის გარეშე… შეიძლება, სულ ერთი შტრიხი იყოს მაკიაჟის, მაგრამ ყველას სიამოვნებს. მე დილის შვიდი საათიდან ფორმაში უნდა ვიყო. არ არსებობს, გარეთ მოუწესრიგებელი გავიდე. რა ხასიათზეც უნდა ავდგე, ეს არის ჩემი რუტინა. სულ პრანჭია ვიყავი. ხუთი წლისაც ასეთი ვიყავი. მე თვითონ არაკომფორტულად ვგრძნობ თავს, სახლშიც აუცილებლად უნდა ვიყო ფორმაში. ხალათი არ მაქვს. ხალათში მე არავის ვუნახივარ. სულ ვარ ჩაცმული.