მას შემდეგ, რაც ნოე სულაბერიძემ გადაცემაში სტუმრად მიწვეულ ნატალია ქუთათელაძეს დაუსვა კითხვა, რას ფიქრობს ქართულ ესტრადაზე, წამყვანსა და მომღერალს შორის კამათი გაიმართა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უყურებენ ისინი კულტურის სფეროს განვითარების საკითხს.
ნატალია ქუთათელაძე:
„ყველა დროის ყველა მთავრობისა და მმართველებისთვის არასდროს ყოფილა და არც არის კულტურა და განათლება პრიორიტეტი. დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ეს ორი სფერო მეოცე ადგილასაა და არ მომერიდება ამის თქმის. არც ის მაინტერესებს, ვინ დამეთანხმება და ვინ არა. ფაქტია, რომ დღეს საქართველო განათლების კუთხით არის სამარცხვინო ადგილას, ხოლო კულტურას არ ეთმობა აბსოლუტურად არანაირი ყურადღება.
ნოე სულაბერიძე:
„გეთანხმები ყველა სიტყვაში, არავის ადვოკატი არ ვყოფილვარ არასდროს, მაგრამ სუბიექტური ვიქნები თუ ობიექტური, ჩემი მხრიდან დავამატებ, მე რასაც ვუყურებ, ბოლო დროს ძალიან კარგი საწყისები აქვს, რომ ეს გამოსწორდეს, გულწრფელად გეუბნები…“
ნატალია ქუთათელაძე:
„მე ამას ვერ ვხედავ და გეტყვი, რატომ. დღეს ლიზა ბათიაშვილს არ უნდა უხდებოდეს თავისი ენთუზიაზმის ხარჯზე, ხოლო ანიტა რაჭველიშვილს თავის დაფინანსებულ კონცერტებზე გამოსვლა. არ შეიძლება, რომ მუსიკალურ ათწლედს არ ჰქონდეს არც ერთი ინსტრუმენტი და ბავშვები უკრავდნენ ფიცარზე, სადაც ორი კლავიშია. შენობაზე საერთოდ ლაპარაკიც ზედმეტია. არ შეიძლება, რომ კონსერვატორიაში პროფესორებს 400 ლარი ჰქონდეთ ხელფასი… ქვეყნისთვის პრიორიტეტი კულტურა არ არის, შესაბამისად, არც განათლება. განათლებაში ჩადებული ინვესტიცია მოიტანს შედეგს საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ, ეს კი არც ერთ პოლიტიკოსს არ აწყობს, რადგან მათ უნდათ შედეგი ახლავე და ამ წუთას“.
ნოე სულაბერიძე:
„თუმცა შენც გინდა, რომ ყველაფერი ახლავე და ამ წუთას გამოსწორდეს. შენ რასაც ამბობ, აბსოლუტურად ყველაფერში მოგყვები, უბრალოდ, მგონია, რომ ამას აქვს ეტაპები…“
ნატალია ქუთათელაძე:
„აბსოლუტურად არ მინდა ეს… 30 წლის ვარ, უკვე შვილი მყავს, მამაჩემი მეუბნებოდა, გაიზრდები და ყველაფერი სხვანაირად იქნებაო. ისევ ყველა ოჯახში ნარკომანიის პრობლემაა. გასაგებია, 90-იანებში ქუჩაში რომ ისროდნენ, ასე აღარაა, მაგრამ ძირეული პრობლემები ისევ ისაა… “
ნოე სულაბერიძე:
„მე მაინც მგონია და ოპტიმისტურად ვუყურებ კულტურის სეგმენტს…“
ნატალია ქუთათელაძე:
„ბოლოს ყველა ისევ განათლებასთან მივდივართ. ის არაპროფესიონალიზმი, რომელიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში, არის განათლების პრობლემა? არის…“
ნატალია ქუთათელაძე: “მძღოლზე არაფერს დავწერ, ჩვენ კი, როგორც საზოგადოება ვერ შევდექით”