„ღვედები შეიკარით, ზუმერული ფაეტონი მოქრის“ – ამ სლოგანით სოციალურ ქსელში „ზუმერის“ ახალი სარეკლამო რგოლი გამოჩნდა. კომპანია მომხმარებელს მოუწოდებს, რომ განაახლოს ძველი ტექნიკა.
აღსანიშნავია, რომ ვიდეორგოლი „ზუმერის“ ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მხოლოდ 1 საათის წინ განთავსდა და უკვე საზოგადოების დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
სახალისო სარეკლამო რგოლში ცნობილი სახეები: ენძელა მაჭავარიანი და ია ფარულავა მონაწილეობენ… „ნუ ტირიხარ ია, ახალს გიყიდიან“, – მიმართავს ენძელა მაჭავარიანი ია ფარულავს.
აღსანიშნავია, რომ “ზუმერის” ახალი ვიდეორგოლის ბოლოს ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაურიც ჩნდება… მოკლედ, დანარჩენი იხილეთ საკუთარი თვალით.