ნუცა ბუზალაძე კალიფორნიაში იმყოფება. ლოს ანჯელესში ის არაჩვეულებრივ დროს ატარებს და მის საუკეთესო განწყობაზეც აისახება.
ახლახან გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც მხიარულად ცეკვავს და დაწერა:
„განწყობა! მადლიერების დღეს გილოცავთ ყველას. ეს არის ჩემი პირველი მადლიერების დღე ლოს ანჯელესში. რა უნდა ვთქვა? მადლიერი ვარ ღამეების, რომლებიც დილებში გადაიზარდა და მეგობრების, რომლებიც ჩემს ოჯახად იქცა, ასევე ოცნებების, რომლებიც რეალობად გარდაისახა!..“