LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოჯახში ძალიან სკეპტიკურად მიყურებდნენ. ელდარს უნდოდა, რომ კონსერვატორიაში ჩამებარებინა და არა თეატრალურში…“ – ელდარ შენგელაიას შვილიშვილის, ნატალია ჯუღელის რთული არჩევანი

269
ნატალია ჯუღელი

ნატალია ჯუღელი, ელდარ შენგელაიასა და არიადნა შენგელაიას მსახიობი ქალიშვილი, რომელიც „კავეა პლუსის“ ახალ სერიალში „ვინ იცის მერი“ მთავარ როლს ასრულებს, თავისი კინემატოგრაფიული ოჯახის შესახებ საუბრობს:

„როცა ვმღეროდი, ჩურჩული მესმოდა, ეს ელდარის შვილიშვილიაო. ისე მაწუხებდა, რომ ვჩერდებოდი და ვეღარ ვმღეროდი. ჩემი პირველი პროფესიული როლი იყო ანტიგონე. მანამდე მსახიობობაზე არ მიფიქრია… მეც მინდოდა კონსერვატორიაში ჩაბარება და ელდარსაც უნდოდა. სახლში რაღაცნაირად მიყურებდნენ. რაც თეატრალურ ოჯახებში ხდება, ის კინოოჯახებში არ ხდება, ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულებაა ერთმანეთის მიმართ. ჩემი ანტიგონე რომ ნახეს ელდარმა და არიადნამ, მერე ერთხმად მითხრეს, ახლა გაქვს უფლება, რომ მსახიობი იყოო… მე ვარ ჩემს ოჯახში ერთადერთი, ვისაც თეატრში მსახიობობა უფრო უყვარს. არიადნას მიაჩნია, რომ კინომსახიობია…“

magti 5g