უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისე, ალეკო ელისაშვილი ემოციურ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ შეხვდა მის კოლეგას, ლევან იოსელიანს კიევში.
იოსელიანი ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, ვინც პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით უკრაინაში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩავიდა.
“ომი ვერ დაგვაშორებს. ჩემმა მეგობარმა ლევან იოსელიანმა აქაც მომაგნო!”, – წერს ალეკო ელისაშვილი.
