LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა – რას წერს სტეფანჩუკი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

401
BeFunky-collage (2)

მოხარული ვარ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა, მადლობას ვუხდი მას ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, – ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი სოციალურ ქსელში წერს.

სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინისა და საქართველოს დელეგაციების შეხვედრა ხელს შეუწყობს ქვეყნების ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას.

„მოხარული ვარ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიღებით, რომელიც კიევში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი შეხვედრა ხელს შეუწყობს უკრაინის და საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებას, რასაც ჩვენი ერები ელოდება ჩვენგან.

განვიხილეთ აგრესორი ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესების აუცილებლობა, უკრაინისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მომავალი, ასევე უკრაინის აღდგენის პროცესში საქართველოს შესაძლო დახმარება.

მადლობას ვუხდი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ამ ვიზიტისთვის, რომელიც სოლიდარობისა და მხარდაჭერის მნიშვნელოვანი გამოვლინებაა.

მსურს დაგარწმუნოთ, რომ უკრაინელი ხალხისა და უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა ასეთივე ძლიერი იქნება!“, – წერს რუსლან სტეფანჩუკი.

შეგახსენებთ, უკრაინაში ჩასულ პარლამენტის 9 დეპუტატისგან შემდგარ დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს.

საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში შედიან: უმრავლესობის წევრი ბექა ოდიშარია, სამი ვიცე-სპიკერი: დავით სერგეენკო, არჩილ თალაკვაძე და ლევან იოსელიანი, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატები: ვახტანგ მეგრელიშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ხათუნა სამნიძე და გიორგი ხოჯევანიშვილი.

 

mazda magti 5g