LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ომის დასრულების შემდეგ ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია

570
1

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ომის დასრულების შემდეგ, Space X-ისა და “ტესლას” დამფუძნებელი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია.

ვიდეოს ზელენსკი ინსტაგრამ_გვერდზე აქვეყნებს.

უკრაინის პრეზიდენტი ასევე “ტვიტში” აღნიშნავს, რომ ილონ მასკს უკრაინის სიტყვითა და საქმით მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა:

“მომავალ კვირას ჩვენ მივიღებთ Starlink-ის სისტემების კიდევ ერთ პარტიას ჩვენი განადგურებული ქალაქებისთვის. ვისაუბრეთ შესაძლო კოსმოსურ პროექტებზე და უკრაინაში ვიზიტზეც, მაგრამ ამის შესახებ – ომის შემდეგ”, – წერს ზელენსკი.

დღესვე, კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა, რომ დედაქალაქმა სატელიტების გლობალური სისტემის 12 მოწყობილობა მიიღო, იმისათვის, რომ ქალაქის ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვან ობიექტებს ინტერნეტთან წვდომა ჰქონდეს:

“გლობალური სატელიტური სისტემის მოწყობილობები კიევშია. სამინისტროსგან 2 ერთეული მივიღეთ. დანარჩენი 10-ის შესახებ კი მე და ვლადიმირ კლიჩკომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად შეთანხმებას მივაღწიეთ”, – განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.

შეგახსენებთ, Statlink ილონ მასკის ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია – სისტემა-თანამგზავრები, რომელიც SpaceX-ის კუთვნილებაა და ინტერნეტით შეუფერხებელ მომარაგებას უზრუნველყოფს.

 

 

პოპულარულები