მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ ოქროს დაბადების დღე გრანდიოზულად აღნიშნა.
28 წლის მომღერალმა ულამაზესი ტორტზე სანთლები ჩააქრო, მოგვიანებით კი ფეიერვერკების სანახაობა შედგა.
როგორც მომღერლის სოციალური ქსელიდან ხდება ცნობილი, წვეულებაზე ახალი ალბომის პრეზენტაციაც გაიმართა.
რიგით მეორე ალბომმა წვეულებაზე შეკრებილი სტუმრების აპლოდისმენტები დაიმსახურა.
წვეულებას ქართული შოუბიზნესის არაერთი წარმომადგენელი ესწრებოდა.