„ოქროს გლობუსის“ 78-ე დაჯილდოება დასრულდა, ცერემონია პანდემიის გამო ნახევრად დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ზოგიერთი ნომინანტი სახლებში ელოდა გამარჯვებულის დასახელებას. ცნობისთვის, წელს გამარჯვებულები 25 ნომინაციაში გამოავლინდნენ.
„ოქროს გლობუსის“ 78-ე დაჯილდოება დასრულდა – ნახეთ გამარჯვებულების სია
რაც შეეხება მუსიკალურ ნომინაციებს, „საუკეთესო მუსიკალური თემის კატეგორიაში“ გამარჯვება როკ-ჯგუფის, Nine Inch Nails-ის წევრებმა, ტრენტ რეზნორმა და ატიკუს როსმა მოიპოვეს. მათ ნამუშევარი ანიმაციური ფილმისთვის Soul შექმნეს.
„საუკეთესო ორიგინალური სიმღერის ნომინაციაში“ ამერიკელმა კომპოზიტორმა დაიან უორენმა მოიპოვა. მან კომპოზიცია Io sì (Seen) ლაურა პაუზინისთან და ნიკოლო ალიარდისთან ერთად ფილმისთვის „ცხოვრება წინაა“ დაწერა, სადაც მთავარ როლს ლეგენდარული იტალიელი მსახიობი, სოფი ლორენი ასრულებს.
„საუკეთესოდ შესრულებისთვის“ კი ჯილდო მომღერალმა და მსახიობმა, ანდრა დეიმ მოიპოვა. მან ფილმში „შეერთებული შტატები ბილი ჰოლიდეის წინააღმდეგ“ ბილი ჰოლიდეის როლი მოირგო.