LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ოსკარის“ მიღების შემდეგ, ენტონი ჰოპკინსი მამის საფლავიდან ემოციურ მიმართვას ავრცელებს

130
42223226-0-image-a-13-1619422654627

სულ ცოტა ხნის წინ, „ოსკარების“ 2021 წლის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. რიგით 93-ე ცერემონიაზე ამერიკის კინოაკადემიამ გამარჯვებულები 23 ნომინაციაში გამოავლინა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფილმმა „მომთაბარეთა მიწა“  39 წლის ქლოი ჟაოს წელს ამერიკის კინოაკადემიის მთავარი პრიზი მოუტანა. „მომთაბარეთა მიწა“ „ოსკარის“ ტრიუმფატორია.

83 წლის ენტონი ჰოპკინსი ისტორიაში შევიდა, როგორც უხუცესი ადამიანი, რომელმაც „ოსკარზე“ „საუკეთესო მამაკაცის როლის“  კატეგორიაში გამარჯვება მოიპოვა. ლეგენდარულმა მსახიობმა ფილმში „მამა“ შესრულებული როლისთვის ოსკარის ჯილდო დაიმსახურა.

ყველაზე უხუცესი ოსკაროსანი – 83 წლის ენტონი ჰოპკინსმა მორიგი ,,ოსკარი” მიიღო

ენტონი ჰოპკინსს ეძინა, როდესაც ის „ოსკარის“გამარჯვებულად დაასახელეს – მსახიობს აგენტმა დაურეკა

სულ ცოტა ხნის წინ ენტონი ჰოპკინსმა მამის საფლავიდან სპეციალური მიმართვა გაავრცელა, აღიარა, რომ 83 წლის ასაკში არ ელოდა „ოსკარის“ მიღებას და გარდაცვლილ მსახიობს, ჩედვიკ ბოუზმანს პატივი მიაგო.

„ნამდვილად არ ველოდი, რომ 83 წლის ასაკში ოსკარს ავიღებდი. მე ახლა ჩემს მშობლიურ უელსში ვარ. მინდა უნიჭიერესი მსახიობის, ჩედვიკ ბოუზმანის რომელმაც ასე ადრე დაგვტოვა“,  – აცხადებს ორგზის „ოსკარის“ მფლობელი მსახიობი.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Anthony Hopkins (@anthonyhopkins)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები