LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პანიკური შეტევები მქონდა, მანქანაში ჩაჯდომისაც მეშინოდა“ – რას ჰყვება მარიამ შენგელია

219
2024-07-10_01-01-42_887461

მომღერალი მარიამ შენგელია გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ სტუმარია, რომლის ეთერშიც მძიმე ავარიას და მისგან გამოწვეულ სტრესს იხსენებს.

„4 წლის წინ, ჩემს მეგობართან ერთად ვიჯექი არა საჭესთან, არამედ გვერდზე. ძალიან რთულ ავარიაში მოვყევი. გონზე იმიტომ ვიყავი, რომ ჩემს ოჯახს ეს არ უნდა გაეგო. ძალიან განიცდიდნენ ამ ამბავს. ერთადერთი რაც მახსოვს, როცა მანქანიდან გადმოვედი, მოხუცი კაცი იდგა მანქანასთან და მითხრა, რომ შვილო მეგონა, რომ გარდაცვლილი უნდა გამოგვეყვანეო.

მაგ დროს მივხვდი რომ რაღაც საშინელებაში მოვყევი. ძალიან დავისტრესე, პანიკური შეტევები მქონდა, მანქანაში ჩაჯდომისაც მეშინოდა. წოლითი რეჟიმები მქონდა. დიდი ხანი ვმალავდი დედაჩემისგან ამ ყველაფერს. თუმცა ერთ დღეს ჩემი დახეული ტანსაცმელი იპოვა, მაშინაც კი წოლითი რეჟიმი მქონდა და არ ვიმჩნევდი. დამისვა და მომაყოლა ყველაფერი“, – ამბობს მარიამ შენგელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g