ცილა, ომეგა და რკინა – პატარა გიოს დიდი ცოდნა – ამ აღწერით გვიზიარებს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმუნიტეტი“, ცნობილი ექიმის და ტელეწამყვანის, გიორგი ჩიჩუას და მისი შვილიშვილის, პატარა გიორგის დიალოგს.
ბაბუსთან გადაცემაში სტუმრად მისულმა უსაყვარლესმა ბიჭმა ის ვიტამინები ჩამოთვალა, რომლებსაც საკვები პროდუქტები შეიცავენ.
ვიდეოს სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს:
„რა საყვარელი ბავშვია, ბრავო… რა ლამაზი და რა კარგი ბავშვია ხშირად გამოაჩინეთ ტელევიზიაში… უფლისწული!“ – წერენ სოციალურ ქსელში.
ცილა, ომეგა და რკინა – პატარა გიოს დიდი ცოდნა
Posted by იმუნიტეტი • Imuniteti on შაბათი, 31 მაისი, 2025