LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: პატარა კულინარი ვარსკვლავი ზუგდიდიდან „ნიკოს ბენდმა“ გაახარა: „ქართულ დისკოზე“ აცეკვებული ქართველი ბიჭუნა: „როგორ გაახარეს. თანადგომა, სიყვარული, იმედის მიცემა აბედნიერებს ადამიანებს…“

227
იო

„პატარების დიდ შოუს“ უსაყვარლესი პატარა კულინარი ზუგდიდიდან, იო ესტუმრა.

მას დუტამ ჰკითხა, თუ რომელი სიმღერა უყვარს ყველაზე ძალიან, რაზეც ბიჭუნამ „ქართული დისკო“ უპასუხა.

ამის შემდეგ სტუდიაში სიურპრიზად გამოჩნდნენ „ნიკოს ბენდის“ წევრები მანუ მურღულია, ნიკო ნანიტაშვილი და ამიკო ჩოხარაძე.

მათ გამოჩენას ბიჭუნა თავიდან მორცხვად შეხვდა, შემდეგ კი ნაცნობ მელოდიაზე აცეკვდა.

„როგორ გაახარეს. თანადგომა, სიყვარული, იმედის მიცემა აბედნიერებს ადამიანებს…“

„როგორ გაახარეს. ძალიან მაგარია…“

„რამხელა სიხარული და ემოციაა ახლა მის გულში…“, წერს კომენტარებში კმაყოფილი მაყურებელი.

იომ გადაცემაში გემრიელი პიცა მოამზადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g