გასული წლის ნოემბერში, ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი საკუთარ გამომწერებს ტყუპების, დანიელისა და დაჩის კადრებს ხშირად უზიარებს.
ამჯერად გიგა ცხელიშვილი ერთ-ერთი ტყუპის მორიგ ვიდეო„ფეისბუკში“ აქვეყნებს – კადრებში ჩანს, როგორ ცდილობს ფეხზე წამოდგომას პატარა.
„ყოჩაღ, პატარა ვაჟკაცო“, „რა ტკბილები ხართ შოშიებო“, სულ მალე გადმოხვალთ და დაიწყებთ ფეხბურთის თამაშს“, „პატარა მზე ბიჭი“, – წერენ ვიდეოს კომენტარების ველში სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ადგომაც ვისწავლეთ ❤️
Posted by გიგა ცხელიშვილი on შაბათი, 05 ივლისი, 2025