LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პირდაპირი დაკვეთა აქვს პროკურატურას ამ ქალბატონისგან… მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ხელის დარტყმით ვერავინ ვერავის ვერ მოკლავს“ – გიგა ავალიანი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის დედა

922
გიგა ავალიანის საქმე

„მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ხელის დარტყმით ვერავინ ვერავის ვერ მოკლავს“, – ამის შესახებ ახალგაზრდა მასწავლებლის, მოკლული გიგა ავალიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, გიორგი რიკაძის დედამ, თინათინ პაპასკირმა მედიასთან განაცხადა.

„გიორგის გიგასთვის თითი არ დაუდია… 4 მოწმე არსებობს, რომლებიც ამბობენ, რომ გიგა ავალიანი წამოჯდა, გული აერია, გადავარდა, „რესკად“ თავი დაარტყა და უზარმაზარი ხმა ჰქონდა“ – მოკლული მასწავლებლის საქმეზე ბრალდებული გიორგი რიკაძის დედა

„პირდაპირი დაკვეთა აქვს პროკურატურას ამ ქალბატონისგან, რომ მას არ აწყობს ის რეალობა, რაც არის და უნდათ ჯგუფური კვალიფიკაცია, მაქსიმალური სასჯელი.

მოხდა უბედური შემთხვევა, ერთი ხელის დარტყმით ვერავინ ვერავის ვერ მოკლავს. ეს არის შემდეგ გონზე მოსული, უკან გადავარდნილი და გატეხილი თავის მერე წამოსული, რაც მოხდა“, – თქვა თინათინ პაპასკირმა მედიასთან.

ცნობისათვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი რიკაძეს, დემეტრე ჩიქოვანს და ალექსანდრე გაბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ გარშაულიშვილმა მიიღო. საქმე ჯგუფური ძალადობის სხვადასხვა ეპიზოდს ეხება.

როგორც გიგა ავალიანის საქმეზე ბრალდებული გიორგი რიკაძის დედამ, თინათინ პაპასკირმა „რადიო თავისუფლებასთან“ განაცხადა, მისი შვილი გიგა ავალიანის ცემაში არ მონაწილეობდა.

„ვიცი, რომ რაღაც ერთი წლის წინანდელი ვიდეო უპოვეს ვიღაც ბავშვს ტელეფონში, არა ჩემ შვილს, სადაც რაღაც ჩხუბი ჩანს, ამის მეტი მე ინფორმაცია არ მაქვს…“ – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული, ალექსანდრე გაბაშვილის მამა

„სკვერის ჩხუბის ვიდეოში, არის ჩემი შვილი… დანარჩენ ჩხუბში, სადაც წერია, დემეტრე იმ ჩხუბში არ არის… ეს არის შურისძიება კონკრეტულად პროკურატურის მხრიდან ჩემს ოჯახზე“ – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული დემეტრე ჩიქოვანის დედა

magti 5g