LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პირველი პარტიული კონცერტი ჩემთვის იყო მაშინ, როცა 16 წლის ვიყავი, ამაყი ვარ ნამდვილად იმით, რომ ამ პარტიის ერთგული ვარ“ – ნუცა ბუზალაძე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტზე

166
ნუცა ბუზალაძე

„ჩემი მხარდაჭერა ღია არის, ზუსტად 13 წლიდან, იქამდე, სანამ მაყურებელი გამიცნობდა ზოგადად საქართველოში. პირველი პარტიული კონცერტი ჩემთვის იყო მაშინ, როცა ვიყავი 16 წლის და მე ამაყი ვარ ნამდვილად იმით, რომ მე ერთგული ვარ ამ პარტიის – ამის შესახებ მომღერალმა, ნუცა ბუზალაძემ გორში, „ქართული ოცნების მხარდამჭერ კონცერტზე საუბრისას ტელეკომპანია „რუსთავი ორთან განაცხადა.

ნუცა ბუზალაძის თქმით ის, რომ საქართველომ უნდა იაროს ევროპისკენ და არ უნდა დაკარგოს ღირებულებები – ეს ცალსახაა.

„ჩემი მხარდაჭერა ღია არის, ზუსტად 13 წლიდან, იქამდე, სანამ მაყურებელი გამიცნობდა ზოგადად საქართველოში.

პირველი პარტიული კონცერტი ჩემთვის იყო მაშინ, როცა ვიყავი 16 წლის და მე ამაყი ვარ ნამდვილად იმით, რომ მე ერთგული ვარ ამ პარტიის.

ის, რომ საქართველომ უნდა იაროს ევროპისკენ და არ უნდა დაკარგოს ღირებულებები და ადამიანები უნდა დავრჩეთ ადამიანებად, ეს, რა თქმა უნდა, ცალსახაა და ამ აზრზე ვარ მე ბავშვობიდან.

სწორედ ამიტომ ვუჭერ მხარს ზოგადად ამ კონცერტებსაც და ზუსტად ამიტომ გადავწყვიტე, რომ ჩავიდე მეც ქართულ ოცნებასთან ერთად ყველა რეგიონში, სადაც შემეძლება და მექნება ამის საშუალება და ყველა ადამიანს ეს პირადად ვუთხრა“ – განაცხადა მომღერალმა „რუსთავი ორთან“ ინტერვიუში მმართველი გუნდის მხარდამჭერ ღონისძიებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g