LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „პოლიტიკაში ნუ ყოფ ცხვირს რას ნიშნავს, არ მაინტერესებდეს ჩემს შვილს რა განათლება ექნება და რა გარემოში იცხოვრებს? ამ პროტესტმა იმდენი ახალი რაღაც გვაჩვენა… ქართული საზოგადოება შედგა, როგორც საზოგადოება“ – რას ამბობენ მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ეკა დემეტრაძე

268
ეკა დემეტრაძე, ნანკა კალატოზიშვილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტის პარლამენტში დაბრუნების შემდეგ, თბილისსა და რეგიონებში დაწყებულ მასშტაბურ საპროტესტო აქციებს საზოგადოებისთვის ცნობილი არაერთი სახე უერთდებოდა. მათ შორის იყვნენ მსახიობები – ეკა დემეტრაძე და ნანკა კალატოზიშვილი.

მსახიობები „ტაბულასთან” ინტერვიუში საუბრობენ საპროტესტო აქციებით მიღწეულ ერთიანობასა და იმ რეალობაზე, რის წინაშეც დღეს ქვეყანა დგას.

ეკა დემეტრაძე:

ყველაზე მძაფრი, რაც შეიძლება მახსოვდეს ამ აქციებიდან, ბევრი პოზიტივია, მიუხედავად იმ დიდი ბოროტებისა, რაც ხელისუფლების მხრიდან მოდიოდა, აქედან მიდიოდა, ძალიან ძლიერი, წამლეკავი პოზიტიური ენერგია… ხალხი უდიდესი ძალადობის წინაშე აბსოლუტური მშვიდობით იყო აღმართული… ჩვენ ისეთი ადამიანები ვნახეთ, ამ პროტესტმა იმდენი ახალი რაღაც გვაჩვენა… მე ვნახე, რომ ქართული საზოგადოება შედგა, როგორც საზოგადოება…

ახლა არის ყველაზე გადამწყვეტი ბრძოლა, რომელიც თითქოს მარტივია, უბრალოდ უნდა ადგე და ხმა მისცე…

მგონია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ დაინახა, რომ თავიანთი ბოროტებით ჩვენ ბევრი რამ ვისწავლეთ, რამაც არ მოგვკლა, გაგვაძლიერა, ერთმანეთი დაგვანახა და გვაჩვენა, რომ არ გვეშინია… 4 წელიწადში ერთხელ გეკითხება სახელმწიფო – რა გინდა? [შენ კი] იმ ერთხელაც არ სცემ პასუხს და შემდეგ ბრაზობ, რატომ არავის აინტერესებ შენ…

ნანკა კალატოზიშვილი: „მართლა მხოლოდ წიგნებში მაქვს წაკითხული ასეთი ღალატი და საკუთარი ხალხის გაწირვა, ისტორიული მოვლენის მომსწრე გავხდი თავად მეც“

„დილისთვის, 11 საათზე ბევრი ხალხი იყო და იმედია, კიდევ უფრო მეტი მოვა, იმიტომ, რომ დღეს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს აქ ყოფნას“.

ნანკა კალატოზიშვილი:

ჩემთვის ამ თაობის დანახვა რაღაც ჰაერივით იყო… ყველაფერი არის პოლიტიკა და პოლიტიკაში ნუ ყოფ ცხვირს რას ნიშნავს, არ მაინტერესებდეს ჩემს შვილს რა განათლება ექნება და რა გარემოში იცხოვრებს?

უნდა მივხვდეთ, რომ გაცილებით მეტნი ვართ ის ადამიანები, რომელთაც კონკრეტული პარტიები უკვე ძალიან აღარ შეგვიძლია და კატეგორიულად არ გვინდა. ასეთი ადამიანები უნდა გააქტიურდნენ და მივიდნენ არჩევნებზე

ეკა დემეტრაძე და ნანკა კალატოზიშვილი

🔻 "ჩვენ ისეთი ადამიანები ვნახეთ, ამ პროტესტმა იმდენი ახალი რაღაც გვაჩვენა… მე ვნახე, რომ ქართული საზოგადოება შედგა, როგორც საზოგადოება" 🔻 "ყველაფერი არის პოლიტიკა და პოლიტიკაში ნუ ყოფ ცხვირს რას ნიშნავს, არ მაინტერესებდეს ჩემს შვილს რა განათლება ექნება და რა გარემოში იცხოვრებს?" ⭕ მსახიობები ეკა დემეტრაძე და ნანკა კალატოზიშვილი

Posted by Tabula – ტაბულა on ხუთშაბათი, 12 სექტემბერი, 2024

ნანკა კალატოზიშვილი: „ნაცებს“ გვეძახიან და ამ დროს ხარება, მურუსიძე ჰყავთ გვერდით, ბექა ოდიშარია სააკაშვილის სადღეგრძელოებს მაგიდაზე ასული­ სვამდა, კახა კალაძე 7 ნოემბრის მერე მიშას გვერდზე ედგა. ახლა მიტრიალდებიან და მეუბნებიან, ვიღაცის გვერდით ქუჩაში ნუ დგახარო?“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g