ამერიკულმა ატელიე Hennessey Performance-მა ტრადიცია არც წელს დაარღვია, ტუნერები ცდილობენ რომ ნაძვის ხის გადატანის ყველაზე სწრაფი რეკორდი დაამყარონ, თანაც ამ დროს ნაძვის ხე ავტომობილის სახურავზე უნდა იყოს მოთავსებული. წელს არჩევანი Porsche 911-ზე შეჩერდა და სპორტქარის საჭესთან ყოფილი მრბოლელი სპენსერ ჰესვაინი იყო მოკალათებული.
რეკორდული მსვლელობისთვის ტეხასის შტატი შეირჩა და სპორტქარის სიმძლავრე 650 ცხენის ძალიდან 750-მდე გაიზარდა.
შედეგად მრბოლელმა 282 კმ/სთ-მდე შეძლო გახურება. ატელიეში „პორშეს“ მცდელობას არც თუ ისე ცუდი უწოდეს, თუმცა მან წინა ჩემპიონის შედეგის გაუმჯობესება ნამდვილად ვერ შეძლო. ნაძვის გადამტანი ყველაზე სწრაფი ავტომობილი ისევ და ისევ 1000 ძალის Jeep Grand Cherokee Trackhawk-ია. მოდელმა 2019 წელს 291 კმ/სთ-ის განვითარება შეძლო.
