ია ფარულავა კესარია აბრამიძის სამძიმარზე იმყოფებოდა.
ამის შესახებ მისი „ინსტაგრამიდან“ ხდება ცნობილი, სადაც ია ვიდეოს გვიზიარებს.
ია აღნიშნავს, რომ ძალადობასთან დაკავშირებით ის ვრცლად აპირებს საუბარს.
„ქალები დაუცველები ვართ, საზოგადოება ორ ნაწილადაა გაყოფილი. რასაც ამ საზოგადოებას ჩასძახებ ქვევრივით იმას ამოგძახებს. ძალიან ცუდი კომენტარები დაიწერა კესოს მკვლელობასთან დაკავშირებით. ვიტყვი ჩემს აზრს ცოტა რომ დავლაგდები მერე,“ – აღნიშნავს ია.