LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქართული სიმღერით სოფი ლორენის გადარევას, ჩემ თავზე ვიღებ“ – დათო არჩვაძე კარლო პონტის ნათლობას ეხმიანება

353
2025-05-04_01-48-03_693741

მამა გაბრიელის სულიერი შვილმა მალხაზ ჯინორიამ გაგვიზიარა ამბავი იმის შესახებ, რომ ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის შვილი, მაესტრო კარლო პონტი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა.

აღსანიშნავია, რომ კარლოს მონათვლის მთავარი „მიზეზი“ მისი ქართველი საცოლე მარიამ შარმანაშვილია.

წყვილის ქორწილი საქართველოში, 26 ივლისს გაიმართება.

ფოტო: „სოფი ლორენის შვილი მცხეთაში მოინათლა და გაბრიელი დაერქვა…“ – რას წერს მამა გაბრიელის სულიერი შვილი

„ქრისტე აღსდგა!. მეგობრებო საოცარი რამ მოხდა სამთავროს მონასტერში, გუშინ მოინათლა სოფი ლორენის შვილი, ცნობილი დირიჟორი და დაერქვა სახელი გაბრიელი, ჩვენი წმინდა მამა გაბრიელის საპატივცემულოდ. ქორწილს აქ აპირებს და როგორც ითქვა, ქორწილში სოფი ლორენი ჩამოდის“, – დაწერა მალხაზ ჯინორიამ.

ამ პოსტს კომენტარებში ეხმაურება მომღერალი დათო არჩვაძე:

„ნეტაი ქორწილში არ დამპაიჟებენ?!. ქართული სიმღერით სოფი ლორენის გადარევას ჩემ თავზე ვიღებ“, – წერს დათო არჩვაძე.

ექსკლუზივი: როგორ მიიღო სოფი ლორენმა ქართველი რძალი – „კარლომ, მას შემდეგ, რაც ჩემგან თანხმობა მიიღო, მამაჩემს დაურეკა ვიდეოზარით და მას სთხოვა ჩემი ხელი ქართულ ენაზე…“

ექსკლუზივი: როგორ მიიღო სოფი ლორენმა ქართველი რძალი – „კარლომ, მას შემდეგ, რაც ჩემგან თანხმობა მიიღო, მამაჩემს დაურეკა ვიდეოზარით და მას სთხოვა ჩემი ხელი ქართულ ენაზე…“

მარიამ შარმანაშვილი: „ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გვინდა საქართველოში ქორწილი, ის არის, რომ ამ გზით ჩვენს ქვეყანას გაიცნობს მისი უამრავი მეგობარი და ოჯახის წევრი, რომლებიც აქამდე საქართველოში არ ყოფილან…“

„ჩემო უკვე დიდო ბიჭო, მადლობა, რომ 11 წლის წინ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდი“ – როგორ ულოცავს მარიამ შარმანაშვილი შვილს დაბადების დღეს

magti 5g