LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქართველი დიზაინერის კაბა და ცნობილი მსახიობების გარემოცვა – მარიამ შარმანაშვილი ამერიკაში სოფი ლორენისადმი მიძღვნილ საღამოზე ბრწყინავდა

413
2024-11-09_23-15-10_342384

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის, სოფი ლორენის ქართველი სარძლო, მარიამ შარმანაშვილი ამერიკაში მნიშვნელოვან კინოჩვენებაზე იმყოფებოდა.

როგორც მარიამი ამბობს, აჩვენეს ფილმი, რომელმაც სოფი ლორენს ოსკარი მოუტანა. საღამო კი მთლიანად სოფიას 90 წლის იუბილეს მიეძღვნა.

ცნობილია, რომ მარიამის კაბა ქართველმა დიზაინერმა ლაშა ჯოხაძემ შექმნა, ხოლო სამკაულები კი „ზარაფხანას“ ეკუთვნის.

ჩანთა და ფეხსაცმელი კი „არმანის“ კოლექციიდან მიიღო საჩუქრად.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართველი ზუმბას ინსტრუქტორის, მარიამ შარმანაშვილისა და იტალიელი დირიჟორის – კარლო პონტის ნიშნობა შედგა.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მარიამი მსოფლიო ვარსკვლავის, სოფი ლორენის ვაჟის რჩეულია.

„თითქმის ერთი თვის განმავლობაში მოგვიწია ერთად ცხოვრება“ – რამ აღაფრთოვანა სოფი ლორენი | რას გვიყვება მარიამ შარმანაშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g