ქართველი გოგოს მორიგი წარმატება ბერძნულ “ვოისში”. ამჯერად, საბერძნეთში მოღვაწე ანანო მარჩილაშვილმა მოახდინა კონკურსზე ნამდვილი ფურორი.
მან “ვოისში” ისლანდიელი მუსიკოსის, Björk-ის პოპულარული ჰიტი “It’s Oh So Quiet” შეასრულა და ჟიურის დადებითი შეფასებებიც დაიმსახურა.
ოვაციების შემდეგ, ჟიურის წევრებთან საბერძნეთში მოღვაწე, ცნობილი მომღერალი თამთა გოდუაძე გამოჩნდა.
“იმდენად სხვადასხვანარიად მღერიხარ ამ სიმღერაში, დაბლები, მაღლები, ბევრ რაღაცას მოითხოვს ეს სიმღერა და ყველაფერი გამოგივიდა გადასარევად”, – უთხრა თამთა გოდუაძემ ქართველ კოლეგას ჟიურის წევრების შეფასების გადათარგმნისას.
მანვე დასძინა, რომ ყველაზე მეტად მისმა ენერგიამ აღაფრთოვანა ჟიურის წევრები.