ქართველმა ექიმმა, პროფესორმა, პედიატრიული დერმატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტმა, ქეთი ხიშტოვანმა დაბადების დღე გამორჩეულად აღნიშნა.
ის ულამაზესი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა სტუმრების წინაშე. მეგობრები სიამოვნებით იხსენებდნენ მარწყვებით დაფარული ტორტის ამბავს, რომლის შემოტანისას მიმტანს ფეხი დაუცდა და მარწყვი სულ ძირს გადმოიყარა.
პროფესორი „დღის პოსტთან“ საუბრისას აღნიშნავს:
„ზოგადად, მეგობრები მეუბნებიან – „დაეცი მიწაზე, არ გინდა ბრჭყვიალი, მერე თვითონაც ერთობიან“. ყველანი განსხვავებული პროფესიის და ხასიათების ვართ, მაგრამ ერთმანეთს ვაბალანსებთ, ვავსებთ…“
ახლახან ქეთი ხიშტოვანმა სოციალურ ქსელში გაგვიზიარა დაბადების დღის დამატებითი კადრები, სადაც ჩანს, როგორ აღნიშნავს მისთვის მნიშვნელოვან თარიღს მეგობრების გარემოცვაში იახტაზე, სტამბოლში, თურქეთში. „
დაბადების დღის წვეულებაზე, იახტაზე…“, წერს ქართველი ექიმი.