სოფო ბედია მაკა ზამბახიძესთან, ნინო ჩხეიძესა და სხვა ქართველ შემსრულებლებთან ერთად ისრაელში კონცერტზე იყო მიწვეული.
მომღერლებმა, რასაკვირველია, მოილოცეს წმინდა ადგილები, მათ შორის ლუდის წმინდა გიორგის ტაძარიც და იქ იგალობეს:
„მოვილოცეთ წმინდა მიწაზე, ვიგალობეთ წმინდა გიორგის ტაძარში ქალაქ ლუდში, ვიყავით უფლის საფლავზე!..
მადლობა უფალს რომ კიდევ ერთხელ შეგვაძლებინა ამ მიწაზე ფეხის დადგმა…“