ბრიტანეთში ფსიქიკური ჯანმრთელობის კვირეულის აღნიშვნა იწყება, რომელიც მთელი რიგი ღონისძიებებით არის დატვირთული. ეს კვირეული და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები სამეფო ოჯახის პატრონაჟით იმართება. პანდემიის გამო წელს ღონისძიებების ფორმატი შეიცვალა და ქეით მიდლტონმა საზოგადოებას სახლიდან მიმართა. ყველაზე უცნაური კი ჰერცოგონიას ჩაცმულობა და არაოფიციალური სტილი აღმოჩნდა. ის ანმერ-ჰოლიდან ჩაერთო ლაივში, თანაც ისე, რომ ტელეფონი ხელში თავად ეჭირა და სელფის რეჟიმში მიმართვადა სოციალური ქსელის მომხმარებლებს. გარდა ამისა, ყურადღება მიიქცია ქეითის არაოფიციალურმა ჩაცმულობამ. ის თბილ დუტის ქურთუკსა და ნაქსოვ თბილ ქუდში იყო გამოწყობილი, რომელსაც პონპონი ამშვენებდა.
ქეით მიდლტონმა მიმართვვაში ყურადღება პანდემიაზე და კორონავირუსის შიშით გამოწვეულ პრობლემებზე გაამახვილა. მან თქვა, რომ ახლა, ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა აუცილებელია, როგორც არასდროს.
