LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: ქეთათო: „ირაკლის გარეშე 19 ნოემბრის გადატანა და გადახარშვა ძალიან მიჭირს…“

219
ქეთათო და ირაკლი

19 ნოემბერს ირაკლი ჩარკვიანის დაბადების დღეა.

ქეთათომ ისაუბრა იმ სიცარიელის შესახებ, რაც მისმა გარდაცვალებამ დატოვა:

„ძალიან მიყვარს ეს დღე. ძალიან აღელვებული ვარ და განცდებით… ირაკლის გარეშე 19 ნოემბრის გადატანა და გადახარშვა ძალიან მიჭირს. ნანა არ არის თბილისში, ახლა მაქსიმე ჩამოვიდა. რაღაცნაირად ვაბალანსებთ ხოლმე ერთმანეთს და ხდება სიცარიელის შევსება. ირაკლის „მშვიდი ცურვა“ გამოიცა მისი დაკრძალვიდან მეორე დღეს. ახლახან „ბიბლუსთან“ ერთად და მერამდენედ მომიწია წაკითხვამ… შოკში ვიყავი… ისეთი ბედნიერი, დიალოგში შესული ამ ადამიანთან… მას რომ კარგად იცნობ, ერთია, წერის პროცესში რომ გახსოვს, რა კომენტარებს აკეთებდა, ეს მეორე, მაგრამ როცა შენ იზრდები, იღებ ტკივილს, სიხარულს, რომ გგონია, ამ ადამიანს ძალიან კარგად იცნობდი, კიდევ უფრო უახლოვდები. ისეთი ბედნიერი წუთები და დღეები მარგუნა ამ წიგნის წაკითხვამ, რომელიც ერთი შეხედვით, არ არის ადვილი, ბევრი პლასტი და დინება აქვს… ყველა იმას ვიღებთ, რისი აღების და აღქმის უნარიც გვაქვს…“

ვიდეო: როგორი ემოციებით შეხვდა ქეთათო ირაკლი ჩარკვიანის მუსიკის მიხედვით დადგმულ სპექტაკლს

მე და ჩემი მეორე ნახევარი 5 წელია, ერთად ვართ… ასე იყო ირაკლის შემთხვევაშიც – ვინ არის ქეთათოს რჩეული

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g