ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მუსიკოსი, ქეთი მელუა ალბომზე Album No. 8 მუშაობის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ საორკესტრო არანჟირებები სტუდიაში Lenø Records-ში ჩაიწერა. აღსანიშნავია, რომ ქეთი მელუას ნამუშევარში პარტნიორობას გორის ქალთა კამერული გუნდი უწევს. სინგლი A Love Like That მომღერალმა 30 ივნისს გაავრცელა. ალბომი გაყიდვაში 16 ოქტომბერს ჩაეშვება.
შეგახსენებთ, ქეთიუ მელუამ მუსიკალური მოღვაწეობა 2003 წელს დაიწყო. არტისტი Echo Awards-ის მფლობელია. 2006 წელს ჩრდილოეთის ზღვის ქვეშ 303 მეტრის სიღრმეზე ჩატარებული კონცერტისთვის ქეთი გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა. მუსიკოსს 11 მილიონზე მეტი ალბომი აქვს გაყიდული.