LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქეთი მელუა უკრაინელებს უმღერის – ემოციური ვიდეო „ფეისბუკიდან“

277
page

საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს. ამ გზით მელუა უკრაინის მიმართ სოლიდარობას გამოხატავს და გამომწერებს იმავეს მოუწოდებს.

„ეს ტრადიციული ხალხური სიმღერა გამომიგზავნეს ჩემმა ახლობლებმა, რომლებიც კიევსა და ხარკოვში არიან. ის იწყება მდინარის აღწერით დასავლეთ უკრაინიდან და დედისა და შვილის საუბარს აღწერს. გთხოვთ, ილოცეთ მშვიდობისა და გამბედაობისთვის, რათა ყველა ჩვენგანი იყოს კარგად და თავისუფალი“, – წერს ქეთი.

„განადგურებული ვარ ამ ამბით და დაზარალებულ ადამიანებზე ფიქრს ვერ ვწყვეტ“ – ქეთი მელუა კიევში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელიც უკრაინაშია გადაღებული. როგორც ირკვევა, კიევში მისი ბიძა ოჯახთან ერთად ცხოვრობს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by Katie Melua (@katiemeluaofficial)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები