უცხოეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი, ქეთი მელუა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მომღერალმა „ინსტაგრამზე“ ფოტოების სერია გაავრცელა, რომელიც უკრაინაშია გადაღებული. როგორც ირკვევა, კიევში მისი ბიძა ოჯახთან ერთად ცხოვრობს.
„2017 წლის დეკემბერში, როცა გამიმართლა და უკრაინას ვეწვიე, იქაურობა სიცოცხლით დუღდა. შევხვდი ჩემს ბიძას და მის ცოლ-შვილს, რომლებიც კიევში ცხოვრობენ. ჩვენ საათობით ვისეირნეთ ქუჩებში… ფოტოებზე გამოსახულია საშობაო ბაზრობაზე გამოსული ბედნიერი ადამიანები. განადგურებული ვარ ამ ამბით და დაზარალებულ ადამიანებზე ფიქრს ვერ ვწყვეტ“, – წერს მელუა.
ჯეი ლო უკრაინისთვის – ვარსკვლავი პოსტს ავრცელებს