კონცეპტარტი თეონა ჯორბენაძის იდეით გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ქეთი მელუა, ნიკოლოზ რაჭველი და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრისა და ლიზა ბათიაშვილი ბრწყინვალე მუსიკალურ ნომერს წარმოგვიდგენენ.
ლიზა ბათიაშვილი:
“უჩვეულო დრო, უპასუხოდ დარჩენილი კითხვები… გიზიარებთ მუსიკას, ჩვენს ფიქრებსა და იმედს.
დიდი მადლობა ინსტაგრამზე გამოგზავნილი ფოტოებისთვის, რომლებიც შევიდა ჩვენს ვიდეოში.”
კომპოზიცია გახლავთ ლიზა ბათიაშვილის ახალი ალბომიდან City Lights /
Deutsche Grammophon, ქეთი მელუას საავტორო სიმღერა No Better Magic.
მონტაჟი: საბა ფრუიძე
ფოტო: სოფიო მელიქიძე