LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ქრონიკული დაღლილობა ბევრი დაავადების სიმპტომია…“ – რასთან გვაქვს საქმე, როდესაც მუდმივად დაღლილობის შეგრძნება გვაქვს? რას ამბობს თერაპევტი, მარიკა თოიძე

524
მარიკა თოიძე

სისუსტე – სიმპტომი თუ დაავადება? რასთან გვაქვს საქმე, როდესაც მუდმივად დაღლილობის შეგრძნება გვაქვს? – თერაპევტი და რევმატოლოგი, მარიკა თოიძე „დილა მშვიდობისა საქართველოს“ სტუმრობდა, სადაც დეტალურად ისაუბრა თუ
ჯანმრთელობის რომელ პრობლემებზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ქრონიკული სისუსტე და დაღლილობა:

„როდესაც ვიღვიძებთ დილით, და უკვე ვართ დაღლილი, ეს არ ჯდება ნორმალურ მდგომარეობაში, რადგან ძილის შემდეგ უნდა ვიყოთ მხნედ და ფხიზლად.

ასეთ შემთხვევაში ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს გადაღლილობის უკან, ყველზე ხშირია სტრესი, უძილობა და შფოთვა.

რვა საათი ძილი აუცილებელია ადამიანისთვის, ღამის ძილი უმნიშვნელოვანესია. ადამიანი დღისით უნდა იყოს ფხიზლად, ღამით კი ეძინოს…

ქრონიკული დაღლილობა ბევრი დაავადების სიმპტომია და ერთ-ერთი პირველი გამოვლინებაა, განსაკუთრებით მაშინ თუნ ამას თან ახლავს კიდევ სხვა სიმპტომი, მაგალითად დაბალი ტემპერატურა, მშრალი ხველა, გულის ფრიალი, გარკვეული ძილიანობა, ღამის ოფლიანობა – ამ დროს უნდა ვიფიქროთ, რომ შესაძლოა მიმდინარეობდეს დაავადება, მაგალითად ანემია, რომლის გამოსწორებაც შეიძლება, თუმცა შესაძლოა იყოს ტუბერკულოზი, ან რომელიმე ქრონიკული ინფექცია ან ონკოლოგიური და რევმატოლოგიური დაავადება და ასე შემდეგ…

თვითმკურნალობა რომელიც თვეების განმავლობაში გრძელდება დაუშვებელია“, – ამბობს ექიმი.

😫 რასთან გვაქვს საქმე, როდესაც მუდმივად დაღლილობის შეგრძნება გვაქვს?

🤔 სისუსტე – სიმპტომი თუ დაავადება?! 😫 რასთან გვაქვს საქმე, როდესაც მუდმივად დაღლილობის შეგრძნება გვაქვს? 📌 ჯანმრთელობის რომელ პრობლემებზე შეიძლება მიგვანიშნებდეს ქრონიკული სისუსტე და დაღლილობა? 📌 რამ შეიძლება გამოიწვიოს მუდმივი სისუსტე?

Posted by დილა მშვიდობისა საქართველო on კვირა, 13 აპრილი, 2025


magti 5g