LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა არის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების 5 საიდუმლო – ლალი ბადრიძე: „დაკვირვება მიდიოდა 800-მდე ახალგაზრდაზე…“

280
ლალი ბადრიძე

ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე პოდკასტში „შესახებ“ საუბრობს იმის თაობაზე, თუ რა არის ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო:

„დაკვირვება მიდიოდა 800-მდე ახალგაზრდაზე. კვლევა რომ დამთავრდა, 90-ს იყვნენ გადაცილებულები. ეს კვლევა იყო 80-წლიანი, ოქსფორდის უნივერსიტეტში ჩატარდა და გამოიკვლიეს, რა იყო ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო. ერთი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც პრობლემას უყურებს მსუბუქად, არ აზვიადებს და ნებისმიერი მძიმე დაავადებაც რომ შეხვდეს, მიიჩნევს, რომ იმკურნალებს და გაუვლის. მეორე – ადამიანები, რომლებსაც ჰყავდათ საზრუნავი ობიექტი და მეორე ნახევარი. საყვარელი ადამიანის არსებობს აუცილებელი პირობაა. მესამე – განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც არ აჩერებენ განვითარებას ნებისმიერი ასაკში. მეოთხე – ადამიანები, რომლებსაც ჰყავდათ საკუთარი ფსიქოთერაპევტი. მეხუთე – საფუძველთა საფუძველი, ანუ სოციალური ურთიერთობები…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები