ფსიქოლოგი თამარ გაგოშიძე სალომე კასრაძის პოდკასტის სტუმარია, რომლის ეთერშიც „რობლოქსის“ შესახებ საუბრობს.
„ეს არის ძალიან საინტერესო ფენომენი. ეს არ არის თამაში. უნდა შეხვიდე და უბრალოდ ნახო. დიდი და პატარა იქ ზის. ეს არის დიდი ეკოსისტემა, როგორც „იუთუბი“. ეს არის პლატფორმა. მე და შენ შეგვიძლია შევიდეთ და ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე შევქმნათ თამაში.
წარმოიდგინეთ ყველა ადამიანი მსოფლიოში თავისი პათოლოგიებით სწორედ მანდ არის. მშობელი ვერ აკრძალავს, მაგრამ შეუძლია სახლში გააკონტროლოს. უნდა გამოთო ჩატები და ჩართო ფილტრი 13+ კონტენტზე“, – ამბობს თამარ გაგოშიძე.
