ლაშა ღლონტის შვილიშვილი დედასთან ერთად ამღერდა.
ვიდეოს ანი ღლონტი სოციალურ ქსელში გვიზიარებს და უამრავ დადებით კომენტარს იღებს.
„სიმღერაც თვითონ შეარჩია, ტუჩსაცხიც თავად წაისვა და ვიდეო გადავიღოთო“ – აღნიშნავს ანი.
„ამ სასწაულ გოგოს ლაშას ღიმილი აქვს“
„რა გრძნობით მღერის“
„როცა გაიზრდება, საოცრებებს მოახდენს!!!“
„გენები თავისას შვრებაოოო“
„ეს უკვე ვარსკვლავიააა“ – უწერენ ანის კომენტარებში.
ცნობისთვის, პატარა ანდრა ჯერ მხოლოდ 2 წლისაა.