LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა იყო, დავმარცხდითო?.. ამაზე მძიმე ადამიანს რა უნდა მოუვიდეს“ – იმედა კახიანი შვილის გარდაცვალებაზე

356
იმედა კახიანი

იმედა კახიანი გადაცემას „სთორი“ სტუმრობდა, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემის პარალელურად, შვილის გარდაცვალებაზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, ეს ყველაზე დიდი ტრაგედიაა ადამიანის ცხოვრებაში და არავინ უნდა მოესწროს.

„პირველი შვილი ყველაზე დიდი სიხარულია ალბათ ადამიანის ცხოვრებაში, რაც არ უნდა ახალგაზრდა იყო და გამოცდილება არ გქონდეს..

არავინ უნდა მოესწროს და არავის უნდა ჰქონდეს ასეთი უბედურება, რომელიც ჩვენ დაგვემართა. მეორე შვილი, 14 წლის ბიჭი დამეღუპა.. ამაზე დიდი ტრაგედია და მწუხარება რა უნდა იყოს..

მახსოვს, ბოლოს ძალიან მძიმედ იყო ავად, მწოლიარე იყო. ჩემი დაბადების დღე რომ გათენდა, დილით დამიძახა, რას შვრები დღეს შენი დაბადების დღე არის და არ იხდიო? არ მაქვს ეხლა მაგის თავიო მეთქი..

რა იყო, დავმარცხდითო?.. ამაზე მძიმე ადამიანს რა უნდა მოუვიდეს“, – ამბობს იმედა კახიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g